დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო მოგვეწყო სცენა, შეგვექმნა სპექტაკლისათვის საჭირო გარემო, გაგვემართა რეპეტიცია და სპექტაკლი გაგვეფორმებია მუსიკალურად. მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს სცენის მოწყობაზე და გამთლიანებული ეპიზოდების გათამაშებაზე. წინასწარ შერჩეული გვქონდა მუსიკა, რომელიც მოსწავლეებმა მოიძიეს ინტერნეტის მეშვეობით. კვლავ ყურადღება გავამახვილეთ სცენაზე მოძრაობაზე. რამდენჯერმე გაითამაშეს სპექტაკლის გაერთიანებული ეპიზოდები. ბოლოს შევაჯამეთ გაკვეთილი და დავსახეთ შემდეგი გაკვეთილის გეგმები.











