вторник, 26 сентября 2017 г.

Hellados

დღევანდელი გაკვეთილი იყო საინტერესო და შრომატევადი. რადგან 2017 წელს თავისუფალ გაკვეთილებში ჩაერთო ახალი ჯგუფი (მე-7 კლასი) თავიდან გადავანაწილეთ როლები. მოსწავლეებმა ტექსტში მარკერებით აღნიშნეს ადგილები , რისი დასწავლაც სჭირდებათ. მოაწყვეს ოთახი რეპეტიციისათვის შესაბამისად, შემდეგ გავმართეთ სამაგიდო რეპეტიციები (როლების დასწავლა). ბოლოს შევაჯამეთ გაკვეთილი.











понедельник, 25 сентября 2017 г.

ნ. დუმბაძის ,,Hellados"

მეხუთე გაკვეთილი
ახალი 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში თავისუფალი გაკვეთილის პროექტს შეუერთდნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები, რომლებიც გასულ სასწავლო წელს იმყოფებოდნენ მეექვსე კლასში, ამიტომ  გაკვეთილზე კვლავ ვისაუბრეთ მიზნებზე, აქტივობებზე და ზოგადად პროექტის დანიშნულების შესახებ. მერვე კლასის მოსწავლეებმა თანაგუნდელებს გააცნეს  არჩეული პიესა. დაურიგდათ მასალები. როლისა და პიესის უკეთ ათვისების მიზნით უყურეს კომპიუტერში  ფილმს ნ. დუმბაძის ,,Hellados". ბოლოს მოსწავლეებმა შეაჯამეს გაკვეთილი და დასახეს სამომავლო გეგმები.







пятница, 8 сентября 2017 г.

წარმატებულ ახალ სასწავლო წელს გისურვებთ 

ჩემო პატარებო...