суббота, 25 ноября 2017 г.

გენერალური რეპეტიცია

დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო გაგვემართა გენერალური რეპეტიცია და გაგვეწერა სპექტაკლისათვის საჭირო ყველა ნიუანსი. მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს მთლიანი სპექტაკლის გათამაშებაზე. კვლავ ყურადღება გავამახვილეთ სცენაზე მოძრაობაზე. ბოლოს შევაჯამეთ გაკვეთილი და დავსახეთ შემდეგი გაკვეთილის გეგმები.

вторник, 14 ноября 2017 г.

სცენის მოწყობა და რეპეტიცია

დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო მოგვეწყო სცენა, შეგვექმნა სპექტაკლისათვის საჭირო გარემო, გაგვემართა რეპეტიცია და სპექტაკლი გაგვეფორმებია მუსიკალურად. მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს სცენის მოწყობაზე და გამთლიანებული ეპიზოდების გათამაშებაზე. წინასწარ შერჩეული გვქონდა მუსიკა, რომელიც მოსწავლეებმა მოიძიეს ინტერნეტის მეშვეობით. კვლავ ყურადღება გავამახვილეთ სცენაზე მოძრაობაზე. რამდენჯერმე გაითამაშეს სპექტაკლის გაერთიანებული ეპიზოდები. ბოლოს შევაჯამეთ გაკვეთილი და დავსახეთ შემდეგი გაკვეთილის გეგმები.




 

вторник, 7 ноября 2017 г.

სცენაზე დეკორაციების მოწყობა და რეპეტიცია

დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო მოგვეწყო ნაწილობრივ სცენაზე დეკორაციები და გაგვემართა რეპეტიცია . მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს სცენის მოწყობაზე და გამთლიანებული ეპიზოდების გათამაშებაზე. ყურადღება გავამახვილეთ სცენაზე მოძრაობაზე. რამდენჯერმე გაითამაშეს სპექტაკლის გაერთიანებული ეპიზოდები. ბოლოს შევაჯამეთ გაკვეთილი და დავსახეთ შემდეგი გაკვეთილის გეგმები.